
იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღეს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს, ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება
22/05/2024 14:35:22 ევროპა, ეს საინტერესოა, ციტატა
"ევროკავშირის ელჩებმა დღეს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს. იგივეს იზამენ საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს (27 მაისს) და კიდევ უფრო საფუძვლიანად ივნისში. ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება", - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.
მანამდე The Financial Times წერდა, რომ ევროპული დედაქალაქები „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ.
გამოცემის ცნობით, მომავალ კვირას გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოდიან.
შესაძლო ვარიანტები, უვიზო რეჟიმის გაუქმების გარდა, მოიცავს მიზანმიმართულ სანქციებს და ევროკავშირის ფონდებიდან თანხების გაყინვას, განუცხადა გამოცემას ორმა ინფორმირებულმა წყარომ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ევროპის ხელისუფლება განიხილავს „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის სხვადასხვა ზომებს“.
ამასთან, ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ სანქციებმა და უვიზო რეჟიმის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც აპროტესტებენ კანონის მიღებას. „ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მიზანში ეს ადამიანები არ ამოიღოთ“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021