
ლატვიის პრემიერი: რუსული სპეცსამსახურები ჩვენი პოლიტიკოსების დაშინებას ცდილობენ
22/05/2024 16:56:41 მსოფლიო
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ განაცხადა, რომ პოლონეთში, სავაჭრო ცენტრში 12 მაისს ხანძრის გაჩენა არა მხოლოდ რუსეთის მხრიდან ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის სურცილია, არამედ სიგნალი ლატვიელი პოლიტიკოსებისთვის რუსული სპეცსამსახურების მხრიდან. ამის შესახებ Delfi იუწყება.
მის კომენტარებს წინ უძღოდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ვარშავაში რუსეთის ფედერაციის დაკვეთით დივერსიულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანის დაკავების საქმე ეხება რეგიონის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ლატვიას.
TV3-ზე მან განაცხადა, რომ ლატვიის სადაზვერვო სამსახურებს რუსული სპეცსამსახურების ხელწერის ამოცნობით შეუძლიათ შესაძლო პროვოკაციების იდენტიფიცირება.
მან აღნიშნა, რომ შეტყობინება რიგაშიც გაიგზავნა, "ლატვიამ უნდა იცოდეს, რომ არის ისეთ სიტუაციაში, როცა შესაძლებელია სხვადასხვა პროვოკაცია".
ამასთან, ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიჰარდს კოზლოვსკისმა განაცხადა, რომ ქვეყანა ნამდვილ ჰიბრიდულ ომშია.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია შეეცდება ჩაერიოს იმ ქვეყნების საქმეებში, რომლებიც უკრაინას დახმარებას უწევენ და დივერსია ძირითადად კრიმინალური წარსულის მქონე და სტაბილური შემოსავლის არმქონე ადამიანებს იყენებენ.