
ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები 4 ივლისს ჩატარდება
22/05/2024 17:04:11 მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა დაადასტურა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება 22 მაისს. ამის შესახებ მან საგანგებო მიმართვისას განაცხადა.
სუნაკმა განოაცხადა, რომ ოთხშაბათს შეხვდა ბრიტანეთის მეფეს და სთხოვა პარლამენტის დათხოვნა - ეს არის ფორმალური პროცედურა, რომელიც აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დასანიშნად.
„მეფემ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა“, - დასძინა მან, გამოაცხადა თემთა პალატის არჩევნები 4 ივლისს და ამით დაადასტურა ბრიტანული მედიის ინფორმაცია.
ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანეთის ოპოზიციურმა "ლეიბორისტულმა პარტიამ" 30 პროცენტული პუნქტით გაზარდა უპირატესობა სუნაკის "კონსერვატორებთან" შედარებით წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების წინ. ეს პირველი გამოკითხვაა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რომელიც "კონსერვატორებისთვის" სერიოზული დანაკარგებით დასრულდა.