Accentnews.ge
გამოქვეყნდა "ჰამასის" მიერ მძევლებზე ძალადობის ამსახველი ვიდეო

გამოქვეყნდა "ჰამასის" მიერ მძევლებზე ძალადობის ამსახველი ვიდეო

22/05/2024 18:12:42 მსოფლიო

ისრაელში, 7 ოქტომბერს "ჰამასის" თავდასხმისას გატაცებული მძევლების ნათესავების საინიციატივო ჯგუფმა ღაზადან მიღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

მასზე აღწერილია "ჰამასის" მებრძოლების დამამცირებელი დამოკიდებულება ნაჰალ ოზის სამხედრო ბაზაზე დატყვევებული ადამიანების მიმართ.

ვიდეოზე ჩანს ხუთი ახალგაზრდა ხელებშეკრული გოგონა. აღენიშნებათ ძალადობის კვალი, სისხლის ლაქები. ერთი მათგანი წევს, გაურკვეველია გონზეა თუ არა. არაბულად მოლაპარაკე შეიარაღებული პირები მათ მოკვლით ემუქრებიან და განიხილავენ, შეუძლიათ თუ არა დაორსულდნენ. ზოგიერთ გოგონა საცვლებამდეა გაშიშვლებული.

აქტივისტები, რომლებმაც ვიდეო გამოაქვეყნეს, აცხადებენ, რომ ის უშუალოდ 2023 წლის 7 ოქტომბერს, მძევლების გატაცებისთანავე გადაიღეს და გამოქვეყნებამდე ამოიღეს ყველაზე სასტიკი კადრები. მათი თქმით, ვიდეო მიიღეს ისრაელის სამხედროებისგან, რომლებმაც ის ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციების დროს იპოვეს.

ახლობლებმა ვიდეოში სამხედროები ამოიცნეს და მათი სახელები გამოაქვეყნეს. ესენი არიან ლილი ელბაგი, კარინა არიევი, აგამ ბერგერი, დანიელა გილბოა და ნაამა ლევი.

7 ოქტომბერს ნაჰალ ოზის სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას, სადაც ძირითადად ქალები მსახურობდნენ, 15 ჯარისკაცი დაიღუპა, შვიდი მძევლად აიყვანეს. ერთ-ერთი მძევალი მოგვიანებით გაათავისუფლეს ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაციის დროს ღაზას სექტორში, მეორე იპოვეს მკვდარი, ხოლო ჩამოთვლილი ხუთი "ჰამასის" ტყვეობაში რჩება, მათი ბედი უცნობია.

მძევლების ოჯახებმა განაცხადეს, რომ თავად გაავრცელეს ვიდეო, რათა მოუწოდონ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას, გააძლიეროს ძალისხმევა მათ გასათავისუფლებლად.

ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ის "შოკირებულია" ვიდეოთი და რომ მისი მთავრობა გააგრძელებს, გააკეთოს ყველაფერი "ჰამასის" გასანადგურებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S