Accentnews.ge
ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ მამუკა ხაზარაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო

ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ მამუკა ხაზარაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო

22/05/2024 18:20:30 პოლიტიკა, სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო,– ამის შესახებ ადვოკატი ზვიად კორძაძე იტყობინება.

ხაზარაძის ინტერესების დამცველის ცნობით, საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს, რითაც მათ უარი ეთქვათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ საქმის წარმოებაზე. მაშინ კობახიძემ ხაზარაძე დაადანაშაულა ენმ–ის ხელისუფლების დროს „რეკეტის სქემების თანამონაწილეობაში". ხაზარაძემ "პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის" თაობაზე იჩივლა.

„სტრასბურგის სასამართლომ დღეს გვაცნობა, რომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს. ამ განჩინებებით უარი გვეთქვა მამუკა ხაზარაძის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიმართ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის თაობაზე, აბსურდული მოტივით, რომ თითქოს და პარლამენტის წევრზე ასეთ საქმეებზე ვრცელდება იმუნიტეტი და სასამართლოსთვის მიმართვაც კი არ შეიძლება.

ეს უკვე მეორე საქმე, რომელმაც წარმატებით გაიარა ეს სტადია, თან უმოკლეს დროში, მიმართვიდან თვეზე ნაკლებში”, - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S