Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული სუ-25 ჩამოაგდეს

უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული სუ-25 ჩამოაგდეს

23/05/2024 05:41:51 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით რუსული მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 ჩამოაგდეს.

მისი ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე დღის განმავლობაში რუსეთის თავდასხმების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.

"მტერი მოიერიშე ჯგუფებისა და ტექნიკის მხარდაჭერით ცდილობს გაარღვიოს ჩვენი საბრძოლო განლაგება. სიტუაცია კვლავ დაძაბულია - გრძელდება სამხედრო შეტაკება ცხრა მიმართულებაზე. არსებული ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული სუ-25-ის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს", - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ანგარიშში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 22 მაისის დილის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 354 თვითმფრინავი დაკარგა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S