
CIT: უკრაინის თავდასხმის შედეგად რუსეთის სარაკეტო ხომალდი „ციკლონი“ სევასტოპოლში ჩაიძირა
23/05/2024 10:16:57 მსოფლიო
საგამოძიებო ჯგუფის Conflict Intelligence Team-ის (CIT) ცნობით, 19 მაისს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდი „ციკლონი“ უკრაინის არმიის სარაკეტო თავდასხმის შედეგად სევასტოპოლში ჩაიძირა.
"სევასტოპოლის ნავმისადგომზე სარაკეტო დარტყმის შედეგად რუსეთის გემის ჩაძირვა გამომძიებლებმა დაასკვნეს ქალაქიდან მიღებულ ფოტოზე დაყრდნობით, რომელზეც წყალში მხოლოდ გემის ანძა მოჩანს. საცნობარო ფოტოებთან მისი შედარების შემდეგ მათ დაასკვნეს, რომ ანძა „ციკლონს“ ეკუთვნის", – იუწყება CIT.
CIT-ის მასალებშია არაფერია ნათქვამი, რა დაუზიანდა „ციკლონს და შესაძლებელია თუ არა მისი აღდგენა.
რუსეთის ფლოტს ხომალდის დაკარგვის ცნობა არ გაუვრცელებია.
„ციკლონი“ მცირე ზომის სარაკეტო ხომალდია, რუსეთის ფლოტში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე. ის აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტებით და საარტილერიო დანადგარით. ეკიპაჟის შემადგენლობაში 39 მეზღვაურია.