Accentnews.ge
ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი რუსთავის მე-12 ან სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ

ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი რუსთავის მე-12 ან სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ

23/05/2024 11:43:24 სამართალი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ რუსთავის მე-12 ან სხვა პენიტენციური დაწესებულებაში გადაიყვანონ. ამის შესახებ მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როცა მოვა დრო, იგი, რა თქმა უნდა, პენიტენციურ დაწესებულებაში აუცილებლად დაბრუნდება. მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, ისიც აუცილებლად დაბრუნდება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იყო ან სხვაგან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. იგი კლინიკაში რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის რიგი სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა ყოფილიყო გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

ადვოკატებმა მსჯავრდებული ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს - მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. თუმცა სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის: დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

ECHR–ის ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

რას ამტკიცებდა სააკაშვილი

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორი საჩივარი ჰქონდა შეტანილი. „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის პირველი ნაწილი ეხებოდა 2005 წლის ივლისში თავდასხმას პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე, ხოლო მეორე ნაწილი ეხებოდა მის მიერ 2008 წელს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულთა შეწყალებას.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის შემდეგი მუხლები:

მე-6 მუხლის პირველი და მე-3 (დ) პუნქტები — სამართლიანი სასამართლოს უფლება/მოწმეების დასწრებისა და დაკითხვის უფლება); სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ მისი ვერდიქტი ეფუძნებოდა ბრალდების მხარის ორი მოწმის დაუმოწმებელ ცნობებს და რომ მათი ჩვენებები არ იყო სანდო, რადგან ისინი მისი პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ. იგი დამატებით ამტკიცებდა, რომ მოსამართლე, რომელმაც მის წინააღმდეგ მეორე საქმე განიხილა, არც მიუკერძოებელი იყო და არც დამოუკიდებელი.

მე-7 მუხლი — არავითარი სასჯელი კანონის გარეშე; იგი ამტკიცებდა, რომ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებისთვის, რაც მისი უფლება იყო საქართველოს კანონმდებლობით.

მე-18 მუხლი — უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები. სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მოტივი პოლიტიკური დევნა იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S