Accentnews.ge
პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილი დაზარებულად სცნო

პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილი დაზარებულად სცნო

23/05/2024 15:40:04 პოლიტიკა, სამართალი

პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დაზარებულად სცნო. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეს–სამსახური ავრცელებს.

„23 დღის შემდეგ პროკურატურა იძულებული გახდა პარტიის თავმჯდომარეს დაზარალებულის სტატუსი მისცეს და ამის შესახებ შესაბამისი დადგენილების გამოცემის თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა შეატყობინა.

ერეკლე ბენაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი პარტიის თავმჯდომარეს 23 დღის შემდეგ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პროკურორმა მის მიმართ გამოიტანა დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, ზვიად ხარაზიშვილი და მისი დაჯგუფება ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ“, - ნათქვამია პარტიის მიერ გვრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S