სალომე ზურაბიშვილს გორში საპროტესტო აქციით დახვდნენ

06-01-2020 17:41:25 საშინაო პოლიტიკა

გორში საკრებულოს შენობასთან, სადაც საშობაო ღონისძიება იმართება, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საპროტესტო აქციით დახვდნენ.

„მონა, მონა“, - სკანდირებდნენ გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები.

ამ დროისთვის მოედანზე საზეიმო ღონისძიება უკვე დაიწყო. სცენასთან იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც.

პრეზიდენტის მისვლამდე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს, რომელიც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა. კერძოდ, ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ნაძვის ხესთან მისვლის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები