Accentnews.ge
პუტინმა რუსეთში აშშ-ისა და მისი მოქალაქეების ქონების კონფისკაციის ნებართვა გასცა

პუტინმა რუსეთში აშშ-ისა და მისი მოქალაქეების ქონების კონფისკაციის ნებართვა გასცა

23/05/2024 17:58:34 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსული აქტივების კონფისკაციის საპასუხოდ, რუსეთში აშშ-ისა და მისი მოქალაქეების ქონების კონფისკაციის ნებართვა გასცა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის მთავრობის საკანონმდებლო აქტების ოფიციალური ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

პუტინის ბრძანებულება უფლებას იძლევა, დააყადაღონ რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ის ან ამერიკის რეზიდენტებისა და მოქალაქეების უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, წილები რუსეთის კომპანიებში, ქონებრივი უფლებები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ის შედგენილია რუსეთისა და რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ აშშ-ის „არამეგობრული და საერთაშორისო სამართლის საპირისპირო“ ქმედებების გამო.

24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემას ითვალისწინებს. კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტით შესაძლებელი ხდება უკრაინის სასარგებლოდ რუსეთის იმ სახელმწიფო აქტივების დაყადაღება და კონფისკაცია, რომლებზეც აშშ-ის იურისდიქცია ვრცელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S