
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ეხმიანება
28/05/2019 23:34:21 სხვა, მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას ეხმიანება.
“იქნებ შენც [ნატაშა კოროლიოვა] შეგიშვან შენს ისტორიულ სამშობლოში? შენ ხომ უფრო მეტი უფლებები გაქვს იქ, ვიდრე სააკაშვილს“,- წერს ზახაროვა.
რუს მომღერალს ნატაშა კოროლიოვას უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინაში შესვლა 2017 წელს აუკრძალეს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა საქართველოს ექს-პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მოქალაქეობა დაუბრუნა.