
სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა
24/05/2024 06:46:26 სამართალი
ზუგდიდის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, 61 წლის ქალს კაცმა ბლაგვი საგანი ჩაარტყა.
ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მკვლელობასთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.