Accentnews.ge
აშშ-ში უკრაინელი მფრინავების პირველმა ჯგუფმა F-16 -ებზე წვრთნა გაიარა

აშშ-ში უკრაინელი მფრინავების პირველმა ჯგუფმა F-16 -ებზე წვრთნა გაიარა

24/05/2024 09:03:59 მსოფლიო

აშშ-ში, არიზონის სამხედრო ბაზაზე უკრაინელი მფრინავების პირველმა ჯგუფმა F-16 ტიპის გამანადგურებლებზე სწავლება დაასრულა, – იუწყება Politico შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების სპიკერ ერინ გუნიგანზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა იტყობინება, "უსაფრთხოების მიზეზების გამო" სპიკერმა არ დაასახელა მფრინავების ზუსტი რაოდენობა ან ტრენინგის დასრულების ვადა.

Politico ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი პილოტები დამატებითი მომზადების გასავლელად ამჯამად ევროპაში მიემგზავრებიან.

22 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების (AFU) სპიკერმა ილია იევლაშმა განაცხადა, რომ F-16-ების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების პირველმა ჯგუფმა უკრაინაში დაბრუნება უკვე დაიწყო.

General Dynamics F-16 Fighting Falcon - ასე ჰქვია ამერიკული წარმოების ერთძრავიან მრავალფუნქციურ გამანადგურებელს. მას შეუძლია სხვადასხვა ამოცანის შესრულება და როგორც „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის, ისე „ჰაერი-მიწის“ კლასის რაკეტები აქვს შეიარაღებაში. ამჟამად F-16-ები მრავალი ქვეყნის შეიარაღებაშია, ხოლო 2023 წლისათვის მთელ მსოფლიოში ამ ტიპის 2200 აქტიური გამანადგურებელი აღირიცხა. F-16-ების ყველაზე დიდი რაოდენობა აშშ-ს აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S