
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
24/05/2024 13:37:47 ეკონომიკა
24 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.22 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7246 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.38 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9540 ლარი გახდა.