Accentnews.ge
Reuters: პუტინი მზად არის, უკრაინაში ზავზე დათანხმდეს, თუ ჯარები ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე დარჩებიან

Reuters: პუტინი მზად არის, უკრაინაში ზავზე დათანხმდეს, თუ ჯარები ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე დარჩებიან

24/05/2024 14:21:41 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის, უკრაინაში ზავზე დათანხმდეს, თუ ჯარები ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე დარჩებიან, – იუწყება Reuters ოთხ რუსულ წყაროზე დაყრდნობით.

"ამავდროულად, რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ პუტინი მზად არის ომის გასაგრძელებლად, თუ კიევი და დასავლეთი ამ პირობებით ზავზე არ დათანხმდებიან", – იტყობინება Reuters.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა, Reuters-ის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს „მარადიული ომი“ და მზად არის მოლაპარაკებებისთვის - მაგრამ მხოლოდ თავისი მიზნების მისაღწევად.

მოსკოვს და კიევს გამოცემის პუბლიკაციაზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებიათ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S