Accentnews.ge
თურქეთში, ავტომაგისტრალზე ავტობუსი მანქანებს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა

თურქეთში, ავტომაგისტრალზე ავტობუსი მანქანებს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა

26/05/2024 19:35:04 მსოფლიო

თურქეთში ავტომაგისტრალზე შეჯახების შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას თქმით, შემთხვევა თურქეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა, სადაც საქალაქთაშორისო ავტობუსი მთავარ გზატკეცილზე სამ მანქანას შეეჯახა.

მისივე განცხადებით, ავტობუსი დიარბაქირიდან სტამბოლისკენ მიემართებოდა. შემთხვევის შესახებ დაწყებულია გამოძიება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S