Accentnews.ge
მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის  402 673 ლარი დაიხარჯება

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის 402 673 ლარი დაიხარჯება

29/05/2019 08:39:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურის გასამართად  402 673 ლარი დაიხარჯება.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი დამტკიცდა. 

დაფინანსების ძირითადი ნაწილი – 288 554 ლარი შრომის ანაზღაურებას მოხმარდება, საქონელისა და მომსახურების შესყიდვაზე 90 708 ლარი დაიხარჯება, სხვა ხარჯებისთვის კი, 23 411 ლარია გათვალისწინებული. 

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები“) და ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო“).


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S