
DW: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
27/05/2024 11:59:43 მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, სანქციების ახალი რეჟიმი შემოიღო , – იუწყება DW ევროპელ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ახალი სანქციები კოლონიაში დაღუპული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სახელობის იქნებოდა თუმცა საბოლოოდ ბრიუსელმა გადაწყვიტა, რომ ეს ის კონკრეტულ პიროვნებასთან არ დაეკავშირებინა.
"სანქციების ახალი რეჟიმის შემოღების ინიციატორები იყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ფინეთი და შვედეთი. მათი აზრით, არსებობს მყარი მიზეზები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ანალოგიური რეჟიმი დაწესდეს ბელარუსის, ირანის, ვენესუელასა და ჩრდილოეთ კორეის რეჟიმების მიმართაც", – იტყობინება გამოცემა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი დაეთანხმა ჩეხეთის ინიციატივას და სანქციების სიას დაამატა პირები, რომლებიც კრემლის რეჟიმის სასარგებლოდ მუშაობენ. ევროკავშირმა ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა უკრაინელ ოლიგარქს, რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირს ვიქტორ მედვედჩუკს, ასევე მასთან დაახლოებულ უკრაინის მოქალაქე არტიომ მარჩევსკის და პროპაგანდისტულ საინფორმაციო პორტალ Voice of Europe-ს. მარჩევსკი სწორედ ამ პორტალის ხელმძღვანელია.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების 13 პაკეტი უკვე შემოიღო და მზადდება რიგით მე-14 პაკეტი.