Accentnews.ge
მეუფე დიმიტრი: "პეტრე ცაავას დიდი როლი აქვს დეკანოზ მამალაძის ციხეში ყოფნის გახანგრძლივებაში"

მეუფე დიმიტრი: "პეტრე ცაავას დიდი როლი აქვს დეკანოზ მამალაძის ციხეში ყოფნის გახანგრძლივებაში"

07/01/2020 07:04:02 ციტატა

“მოლოდინი გვქონდა, რომ გათავისუფლდებოდა, იმიტომ, რომ ჩვენ, სინოდმა, მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ შუამდგომლობით. ის, რომ მისი ძმა გამოვიდა და ამბობდა, რომ რაღაც დიალოგი იყო პრეზიდენტთან, ეს სრული აბსურდია. საერთოდ, ამ ადამიანს ახასიათებს ქოსატყუილობა.

მე დეკანოზ მამალაძემ მომწერა წერილი, ის გახმაურებული წერილი, რომლის შინაარსსაც, რატომღაც, ჭყონდიდელყოფილიც [პეტრე ცაავა] არ ახმოვანებდა. [...] თუ არ დამიხსნით ციხიდან, მე ამ ყველაფერს ჟურნალისტებს და სააგენტოებს დავურიგებო, ამას მამალაძე აწერდა ხელს. ეს არის შანტაჟი.

იმაში, რომ დღეს მამალაძეს ციხეში ყოფნა უხანგრძლივდება, ჭყონდიდელყოფილს დიდი როლი აქვს".

ამის შესახებ მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის: პრეზიდენტმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა, თუმცა, მათ შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S