
რაფაჰის გადასასვლელზე ცეცხლის გახსნისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან
27/05/2024 15:24:59 მსოფლიო
რაფაჰის გადასასვლელზე ისრაელისა და ეგვიპტის სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, წინასწარი ინფორმაციით, ეგვიპტელი ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელზე მომხდარი სროლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს:
„რამდენიმე საათის წინ ეგვიპტის საზღვარზე სროლა მოხდა, დაწყებულია გამოძიება, ეგვიპტურ მხარესთან დიალოგი მიმდინარეობს“.