
ჟურნალისტი ამბობს, რომ 26 მაისს სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე კონტრ-სნაიპერული შაშხანით გადაღებული ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ გამოკითხვაზე დაიბარეს
27/05/2024 15:57:13 სამართალი, საზოგადოება
"მთავარი არხის" ინფორმაციით, არხის ჟურნალისტი ლადო მენაბდე 26 მაისს ოზურგეთში, სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე კონტრ-სნაიპერული შაშხანით გადაღებული ფოტოს გამოქვეყნების გამო გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც იტყობინებიან, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
"26 მაისის ღონისძიების დროს ქალაქ ოზურგეთში გამოფენილი იყო ქართული შეიარაღებული ძალების მიერ მათ მფლობელობაში არსებული სამხედრო ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღები ჩეხური წარმოების თვითმავალ არტილერიის მანქანებში დიდგორსა და კობრაშიც შევედი, დავათვალიერე ასევე გულდასმით გავეცანი ცეცხლსასროლ იარაღებს მათ შორის ამ ანტისნაიპერულ თუ კონტრ-სნაიპერულ შაშხანას-ოფიცრები და ჯარისკაცები ფოტოს ჩემი თხოვნით ჩემივე ტელეფონით ყველა ლოკაციაზე მიღებდნენ-ერთ-ერთი დავდე Facebook-ის საკუთარ გვერდზე და ხუმრობით ტექსტიც დავურთე.. დღეს კი უწყება მომივიდა, "აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გთხოვთ გამოცხადდით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გულუას ქუჩაზეო", - ამბობს ლადო მენაბდე.
შსს–ში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.