Accentnews.ge
სირსკი: საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებს გაგზავნის

სირსკი: საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებს გაგზავნის

27/05/2024 19:21:46 მსოფლიო

საფრანგეთი უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად ინსტრუქტორებს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ შესაბამის ნებართვებს ხელი უკვე მოაწერა.

სირსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს და გამოთქვა იმედი, რომ ეს გადაწყვეტილება სხვა პარტნიორებსაც წაახალისებს.

"მე უკვე მოვაწერე ხელი დოკუმენტებს, რომლებიც საშუალებას მისცემს პირველ ფრანგ ინსტრუქტორებს, ეწვიონ ჩვენს სასწავლო ცენტრებს და გაეცნონ მათ ინფრასტრუქტურასა და პერსონალს.

მე მჯერა, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილება სხვა პარტნიორებს წაახალისებს, შეუერთდნენ ამ ამბიციურ პროექტს"- ამბობს სირსკი.

ცნობისთვის: თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იყო პირველი დასავლელი ლიდერი, რომელმაც აღიარა უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესაძლებლობა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ეს შეიძლება მოხდეს ოდესის ან კიევის აღების საფრთხის შემთხვევაში. საფრანგეთის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ არ იქნება საუბარი ფრანგი სამხედროების უშუალო მონაწილეობაზე ბრძოლებში ფრონტის მოწინავე ხაზზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S