
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გამოყენებული ყველა გავანადგურეთ
28/05/2024 05:36:02 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, წუხელ რუსების მიერ გამოყენებული ყველა დრონი გაანადგურეს.
"რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 3 დრონით შეუტიეს, უკრაიელებმა სამივე დრონი ჩამოაგდეს", – აცხადებენ საჰაერო თავდაცვის ძალებში.
მისი ცნობით, დრონებით შეტევა იყო ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის რეგიონებში.