Accentnews.ge
უკრაინამ და ბელგიამ უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმეს

უკრაინამ და ბელგიამ უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმეს

28/05/2024 12:04:16 მსოფლიო

ბელგიაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ქვეყნის პრემიერმა ალექსანდრე დე კროოსმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ.

"დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ ბელგიამ წელს უკრაინას გამოყოს მინიმუმ 977 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება. ასევე ბელგიის ვალდებულებას, უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა შეთანხმების ათწლიანი ვადის განმავლობაში. პირველად, ასეთ ხელშეკრულებაში მითითებულია F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების ზუსტი რაოდენობა - 30 - რომელიც უკრაინას 2028 წლამდე მიეწოდება, პირველი უკვე წელს ჩამოვა", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი ცნობით, შეთანხმება უზრუნველყოფს უკრაინის დროულ დახმარებას უსაფრთხოების, ჯავშანტექნიკის, უკრაინის საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის საჭიროებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, დახმარებას საზღვაო უსაფრთხოებისა და ნაღმების გაწმენდაში, საარტილერიო საბრძოლო მასალის მომარაგების კოალიციაში მონაწილეობას და სამხედრო წვრთნაში დახმარებას.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თავდაცვის სექტორში თანამშრომლობას, ბელგიის მხარდაჭერას უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მიმართ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას და დახმარებას ეკონომიკის აღდგენაში.

თავის მხრივ, ბელგიის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს F-16-ების გამოყენება მხოლოდ უკრაინაში შეუძლიათ.

"ჩვენი მხარდაჭერა რჩება მტკიცე და ურყევი, ამ ომის შედეგი გადამწყვეტია ჩვენი ევროპული ინტერესებისთვის, ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენი ევროპული უსაფრთხოებისთვის“, - მიმართა დე კროომ ზელენსკის.

ორმხრივ შეთანხმებას უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ ხელი მოაწერა ესპანეთთან. სავარაუდოა, რომ ზელენსკი ბელგიიდან პორტუგალიაში ჩავა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S