Accentnews.ge
ესპანეთმა და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს

ესპანეთმა და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს

28/05/2024 13:00:51 მსოფლიო

ესპანეთის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო. მედიის ცნობით, ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირლანდიის მთავრობამ ასევე ოფიციალურად განაცხადა, რომ პალესტინას სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს.

„მთავრობა აღიარებს პალესტინას სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და შეთანხმდა სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე დუბლინსა და რამალას შორის. პალესტინის სახელმწიფოში დაინიშნება ირლანდიის ელჩი“, – ნათქვამია ირლანდიის მთავრობის განცხადებაში.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა საიმონ ჰარისმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მშვიდობის იმედის შენარჩუნებისკენ იყო მიმართული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S