Accentnews.ge
$48.7 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი მაინც გაუფასურდა

$48.7 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი მაინც გაუფასურდა

28/05/2024 13:12:22 ეკონომიკა

28 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.67 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც მისი ოფიციალური ღირებულება 2.7847 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.37 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0295 ლარი გახდა.

დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა გასაყიდად, საიდანაც ბაზარზე 48.7 მილიონი გაიყიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S