Accentnews.ge
ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „აგენტების კანონი“ გაიწვია

ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „აგენტების კანონი“ გაიწვია

29/05/2024 07:22:30 მსოფლიო

ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „აგენტების კანონი" გაიწვია. მთავრობის გადაწყვეტილება 28 მაისს გამოაცხადა იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა. მას მიზეზი არ დაუსახელებია.

კანონპროექტი სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის მილორად დოდიკის, რომელიც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულია და მას პერიოდულად ხვდება, მიერ შემუშავებული პოლიტიკური ნაბიჯებიდან ერთ-ერთი იყო.

"გასულ დღეებში ჩვენ გვქონდა კონსულტაცია სერბთა რესპუბლიკის მთავრობასთან და ეროვნული ასამბლეის მმართველ უმრავლესობასთან კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა არაკომერციული ორგანიზაციების სპეციალურ რეგისტრაციასა და საქმიანობის გასაჯაროებას. ყველა კანონთმცოდნე, ვინც ეს კანონპროექტი განიხილა, თანხმდება, რომ ის სრულად შეესაბამება აშშ-ში მოქმედ კანონს და ის ფორმითა და კანონიერი ნორმებით უფრო ლმობიერია. თუმცა, ჩანს გარკვეული წინააღმდეგობები, რომლებიც ეხება ევროპულ ნორმებს და რადგან სერბთა რესპუბლიკა ევროპული გზის ერთგულია, შევთანხმდით, რომ გაგვეწვია კანონპროექტი და დამატებით შეგვეწყო ის ევროპული კანონმდებლობისთვის. ასე რომ, კანონპროექტი გაწვეულ იქნა დამატებითი კოორდინაციისთვის და გარკვეული დროის შემდეგ ის პროცედურას კვლავ დაუბრუნდება." – წერს დოდიკი საკუთარ X-ზე.

ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ისევე, როგორც საქართველო, რომლის პარლამენტმა, ევროკავშირის არაერთი მოწოდების და მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, 28 მაისს ანალოგიური კანონი კიდევ ერთხელ მიიღო, ამჯერად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S