
პორტუგალიამ და უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი
29/05/2024 07:28:20 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ლუის მონტენეგრომ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების საკითხზე. დოკუმენტი 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს.
მონტენეგრომ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეთანხმების ფარგლებში, მისი ქვეყანა წელს კიევს 126 მილიონ ევროს გამოუყოფს რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება.
ზელენსკიმ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს 27 მაისს ესპანეთთან მოაწერა ხელი, 28 მაისს - ბელგიასთან.