Accentnews.ge
ჟორჟოლიანი – აქციაზე დაკავებულებზე: შეასახლეს პოლიტიკურად მტრულ გარემოში, ერთმა თვითდაზიანების მიყენება სცადა, ადმინისტრაცია არ რეაგირებს

ჟორჟოლიანი – აქციაზე დაკავებულებზე: შეასახლეს პოლიტიკურად მტრულ გარემოში, ერთმა თვითდაზიანების მიყენება სცადა, ადმინისტრაცია არ რეაგირებს

29/05/2024 07:57:13 სამართალი, საზოგადოება

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იტყობინება, რომ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების ორ მონაწილეზე, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, "მტრულ გარემოში" შეასახლეს.

ჟორჟოლიანი წერს, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა თვითდაზიანების მიყენება სცადა.

მისივე ინფორმაციით, საპატიმროში მათზე ძალადობენ, თუმცა ადმინისტრაცია ფაქტებზე არ რეაგირებს.

"გახსოვთ ალბათ ორი ბიჭის შესახებ ვწერდი. აქციების დროს დააკავეს, სახელმწიფოსთვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანის გამო, 6 წლიანი მუხლით წაუყენეს ბრალი.

სახელებს და გვარებს არ ვწერ. ერთი 19 წლისაა, მეორე 21.

ორივე ბიჭი შეასახლეს პოლიტიკურად მტრულ გარემოში. ერთმა ბრიტვის გადაყლაპვა სცადა. ფიზიკურად სცემენ საკანში, აფურთხებენ, საჭმელს არ აჭმევენ. ციხის ადმინისტრაცია ფაქტებზე არ რეგირებს".

მან სახალხო დამცველს მოუწოდა, ჩაერთოს საქმეში:

"ლევან იოსელიანი, გირეკავთ, არ მპასუხობთ და იქნებ შეასრულოთ თქვენი საქმე და დაიცვათ ეს ბიჭები ჯოჯოხეთისგან. ადვოკატები მზად არიან დეტალურად მოგიყვნენ მომხდარის შესახებ! გადაიყვანეთ ორივე სამარტოო საკანში".

მოგვიანებით ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი დაუკავშირდა და უთხრეს, რომ საქმეში დღესვე ჩაერთვებიან:

"დამირეკეს სახალხო დამცველის აპარატიდან. მითხრეს რომ დღესვე ჩაერთვებიან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S