Accentnews.ge
შვედეთი უკრაინას $1,3 მილიარდიან სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას $1,3 მილიარდიან სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

29/05/2024 09:02:58 მსოფლიო

შვედეთი უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა თქვა, სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

აღნიშნული პაკეტის ფარგლებში შვედეთი უკრაინას ASC 890 სადაზვერვო და საკონტროლო თვითმფრინავს, ჯავშანტრანსპორტიორებს, Rb 99 რაკეტებს და საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს.

ეს სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე შვედეთმა უკრაინის დასახმარებლად გამოყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S