
მაკრონის და შოლცის აზრით, უკრაინას უნდა ჰქონდეს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლება
29/05/2024 09:20:09 მსოფლიო
საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების აზრით, უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, რუსეთის შიდა ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას, თუმცა არა სხვა სამიზნეებს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვინდა ესკალაცია, ეს არ შეცვლილა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ უნდა მივცეთ საშუალება, გაანეიტრალონ სამხედრო ობიექტები, საიდანაც რაკეტები ისვრიან – სამხედრო ობიექტები, საიდანაც თავს ესხმიან უკრაინას, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ უფლება, დაარტყან სხვა სამიზნეებს, სამოქალაქო ან სხვა სამხედრო ობიექტებს რუსეთში". - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტის აზრს.
მისი თქმით, ვიდრე უკრაინა პატივს სცემს იარაღის მომწოდებელი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ს პირობებსა და საერთაშორისო სამართალს, მას უფლება აქვს, თავი დაიცვას:
"უკრაინას აქვს ყველა შესაძლებლობა საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, გააკეთოს ის, რასაც აკეთებს. ეს პირდაპირ უნდა ითქვას. უცნაურად მიმაჩნია, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ მას არ უნდა მიეცეს საშუალება, დაიცვას საკუთარი თავი და მიიღოს ზომები, რომლებიც ამისათვის შესაფერისია".