Accentnews.ge
პარლამენტმა ე.წ. ოფშორების კანონზე ვეტო დაძლია

პარლამენტმა ე.წ. ოფშორების კანონზე ვეტო დაძლია

29/05/2024 11:29:12 პოლიტიკა

1 მომხრე 64 წინააღმდეგი - პარლამენტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და მოტივირებული შენიშნვნები არ გაიზიარა.

შემდეგ კი კენჭი უყარეს კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას, რომელსაც მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები "ქართულმა ოცნებამ" დააინიცირია და დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები წესდება:

  • აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;
  • აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;
  • საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.

ცნობისთვის: ოპოზიცია კანონის დაჩქარებული წესით მიღებას მმართველი პარტიის ლიდერის - ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაცემებით, 2021 წლისთვის ივანიშვილი 20 ოფშორულ კომპანიას ფლობდა. ორგანიზაციის შეფასებით, შესაძლებელია, ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იყოს, თუმცა ეს ასევე გაზრდის საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოსვლის რისკს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S