Accentnews.ge
დავითაშვილი: მოკლევადიანი მღელვარების მიუხედავად, რომელიც შეიძლება, ინვესტორებს ჰქონდეთ, სწორი კომუნიკაციის პირობებში მათთვის გასაგები იქნება, რომ ეს არის გრძელვადიანად სანდო ეკონომიკა

დავითაშვილი: მოკლევადიანი მღელვარების მიუხედავად, რომელიც შეიძლება, ინვესტორებს ჰქონდეთ, სწორი კომუნიკაციის პირობებში მათთვის გასაგები იქნება, რომ ეს არის გრძელვადიანად სანდო ეკონომიკა

29/05/2024 12:10:31 პოლიტიკა, ეკონომიკა

“აგენტების კანონის” მიღების შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ იგი საერთაშორისო პარტნიორებთან შინაარსობრივ დიალოგებს გამართავს და "სწორი კომუნიკაციის პირობებში მათთვის გასაგები იქნება, რომ ეს არის გრძელვადიანად სანდო ეკონომიკა".

მოკლევადიანი მღელვარების მიუხედავად, რომელიც შეიძლება ინვესტორებს ჰქონდეთ, სწორი კომუნიკაციის პირობებში მათთვის გასაგები იქნება, რომ ეს არის გრძელვადიანად სანდო ეკონომიკა. ბოლო წლებში ამას აჩვენებდა საქართველოს ეკონომიკა და ინვესტორებისთვის ეს იყო ერთერთი მიმზიდველი გარემო. ჩვენ ბოლო 3 წლის განმავლობაში 5 მილიარდზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მივიღეთ. ეს ინვესტიციები მივიღეთ იმიტომ, რომ აქ იყო ნდობა და ისეთი ეკონომიკური გარემო, რომელიც ინვესტორებისთვისაა ხელსაყრელი. ინვესტორები თავიანთ ინვესტიციებზე იღებდნენ ისეთ სარგებელს, რომელსაც სხვა ეკონომიკებში ვერ მიიღებდნენ. აქედან გამომდინარე, აქ ყოველთვის არის სარგებლისა და რისკის შეფასება. საქართველოს ეკონომიკა შეინარჩუნებს ამ მიმზიდველობას. ინვესტორებისთვის ობიექტურად დასაყრდენია ის ინდიკატორები, ის რეიტინგები, ის შეფასებები, რომლებიც მოდის კომპეტენტური სარეიტინგო შემფასებელი კომპანიების მხრიდან. ეს ყველაფერი ემყარება ძალიან ობიექტურ გაანგარიშებებს და მაკრო ეკონომიკურ ინდიკატორებს. ჩვენ შევინარჩუნებთ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას იმიტომ, რომ გვაქვს საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის ეკონომიკური პოლიტიკა და ამაზე დაფუძნებით ინვესტორები გადაწყვეტილებებს ობიექტურად მიიღებენ. ამის მოლოდინი მაქვს. ვნახავთ, რომ ეს მოკლევადიანი რყევები არის მოკლევადიანი“ - აღნიშნა დავითაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S