Accentnews.ge
ბორელი: ზაფხულის ბოლომდე ევროკავშირი 60 ათას უკრაინელ სამხედროს მოამზადებს

ბორელი: ზაფხულის ბოლომდე ევროკავშირი 60 ათას უკრაინელ სამხედროს მოამზადებს

29/05/2024 12:41:47 მსოფლიო

ევროკავშირის საწვრთნელი მისიის EUMAM-ის ფარგლებში 50 ათასმა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა წვრთნა, ზაფხულის ბოლომდე 60 ათასი გაიწრთვნება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, რადგან უკრაინას სჭირდება მეტი ადამიანის მობილიზება, ევროკავშირი მზად არის გააფართოოს EUMAM-ის მისია.

"მზარდი კონსენსუსია ჩვენი სასწავლო შესაძლებლობების ამბიციის დონის ამაღლებაზე," - თქვა მან. "მაგრამ მე არ მსურს ახალი რიცხვის თქმა, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ჩვენ შეგვიძლია მას მივაღწიოთ."

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არის კონსესუსი სასწავლო მისიის უკრაინაში ნაწილობრივი გადატანაზე, ასევე საკითხზე, დასაშვებია თუ არა უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენება რუსეთში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის არიან კატეგორიული წინააღმდეგები, ვინც თავიდანვე აწვდიდა კიევს იარაღს ასეთი პირობის გარეშე და ისინი, ვინც ახლახან შეთანხმდნენ იარაღის გამოყენების ტერიტორიული შეზღუდვის მოხსნაზე. მას ქვეყნები არ დაუკონკრეტებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S