29-05-2024 17:52:53 ეკონომიკა ,ეს საინტერესოა
დღეს, 29 მაისს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა და გამარჯვებულად, უახლოეს დღეებში სწორედ ის გამოცხადდება.
"20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა (China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) პირველადი შეფასებით წინადადება სრულყოფილადაა წარმოდგენილი და დიდი შანსია, რომ კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადოს. ამისთვის რამდენიმე დაზუსტებაა საჭირო და ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად." - თქვა დავითაშვილმა.
China Communications Construction Company (CCCC) არის მულტინაციონალური საინჟინრო და სამშენებლო კომპანია, რომლის 63.8%-იან წილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ფლობს, ხოლო აქციონერები Merrill Lynch, BlackRock და JPMorgan Chase არიან.
CCCC ჩინეთის "ერთი სარტყელი, ერთი გზა" ინიციატივის მთავარი კონტრაქტორია.
"კომპანია, რომელიც დღეს ანაკლიის გამარჯვებულად, თავისი ქვეკონტრაქტორებით, გამოგვიცხადა ბატონმა დავითაშვილმა:
-- 2009-2017 წლებში შავ სიაში ყავდა მსოლფიო ბანკს;
-- 2020 წლიდან დასანქცირებული ყავს ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტს",– წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.
კომპანიის შესახებ ძირითადი ფაქტები "რეალპოლიტიკამ" მოიკვლია: