
ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა
29/05/2024 20:07:49 მსოფლიო
სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა.
ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ლავა ჰაერში 50 მეტრს აღწევდა.
"მეცნიერთა პირველი შეფასებით, ამ ამოფრქვევის დასაწყისი უფრო ძლიერია, ვიდრე წინა ამოფრქვევებში," - განაცხადეს ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურში.
ხელისუფლებამ, ვულკანური აქტივობის საფრთხის გამო, დედაქალაქ რეიკიავიკის სამხრეთით ევაკუაცია გამოაცხადა.
ისლანდიაში დეკემბრის შემდეგ ვულკანი უკვე მეხუთედ ამოიფრქვა.