Accentnews.ge
იტალიაში G7-ის სამიტს ერდოღანიც დაესწრება

იტალიაში G7-ის სამიტს ერდოღანიც დაესწრება

29/05/2024 20:20:48 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა დაადასტურა მონაწილეობა დიდი შვიდეულის სამიტში, რომელიც 13-15 ივნისს სამხრეთ იტალიის ქალაქ ბრინდიზში გაიმართება. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ოფისში ერდოღანთან საუბრის შემდეგ განაცხადეს.

სატელეფონო საუბრისას იტალიისა და თურქეთის ლიდერებმა განიხილეს „ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო კრიზისის განვითარების ძირითადი სცენარები“.

ცნობილია, რომ G7-ის შეხვედრაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელმძღვანელი შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაგაიანი და რომის პაპი ფრანცისკე.

მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტიც ვოლოდიმირ ზელენსკიც შესაძლოა დაესწროს G7-ის სამიტს, თუმცა ოფიციალურად აღნიშნული არ დადასტურებულა.

სამიტზე, რომელიც ძირითადად ფოკუსირებული იქნება უკრაინის ომსა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე, სავარაუდოდ დამტკიცდება G7-ის გეგმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S