Accentnews.ge
მოსკოვში მასშტაბური ხანძარია

მოსკოვში მასშტაბური ხანძარია

30/05/2024 06:04:50 მსოფლიო

მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში მასშტაბური ხანძარია. რუსული მედიის ცნობით, სამრეწველო-სასაწყობე შენობა იწვის.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დილის მდგომარეობით ცეცხლი 4 000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ხანძრის ჩაქრობაში 120-ზე მეტი მეხანძრე და 40 ერთეული ტექნიკა, მათ შორის "კა-32" ტიპის ვერტმფრენი მონაწილეობს.

რამ გამოიწვია ხანძარი ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S