
უკრაინა: ღამით რუსების მიერ გაშვებული 32-ვე დრონი და 7 რაკეტა ჩამოვაგდეთ
30/05/2024 06:14:46 მსოფლიო
რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით მტერმა უკრაინას შეუტია 11 X-101/X-555 ფრთოსანი რაკეტით, 32 "შაჰიდის" დრონით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათ მოახერხეს ჩამოაგდეს შვიდი X-101/X-555 რაკეტა და 32-ვე დრონი - ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ხერსონის, კიევის და ვინიცის რეგიონებში.
გარდა ამისა, მოხსენების თანახმად, ხარკოვის რეგიონში რვა S-300/S-400 საზენიტო რაკეტა გაუშვეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დილით ამტკიცებდა, რომ ღამით აზოვის ზღვის თავზე რვა ამერიკული ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო შავი ზღვის თავზე ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან – რვა დრონი და ორი უპილოტო კატერი.
გარდა ამისა, რუსეთი ამბობს, რომ კრასნოდარის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს ხუთი დრონი.
ღამით ანექსირებული ყირიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს ქერჩზე თავდასხმის შესახებ.მათი თქმით, ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებით დაზიანდა ორი ბორანი, გზა და რკინიგზა.