
პაპუა-ახალ გვინეაში სამაშველო ჯგუფები მეწყერში მოყოლილ 2 000-ზე მეტ ადამიანს ეძებენ
30/05/2024 06:20:26 მსოფლიო
პაპუა-ახალ გვინეაში სამაშველო ჯგუფები მეწყერში მოყოლილი 2 000-ზე მეტი ადამიანის ძებნას განაგრძობენ. თუმცა, როგორც Reuters აღნიშნავს, სტიქიიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, სამაშველო ჯგუფებს გადარჩენილების პოვნის იმედი თითქმის არ აქვთ.
მათი თქმით, ძლიერი სტიქიური უბედურების შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლის ტალახის ქვეშ არის მოყოლილი.
პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში მეწყერი 24 მაისს ჩამოწვა. მას შემდეგ სტიქიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ქვეყანამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საერთაშორისო დახმარებას სთხოვა.