Accentnews.ge
მედია: ირანმა ჰუსიტებს წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტები გადასცა

მედია: ირანმა ჰუსიტებს წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტები გადასცა

30/05/2024 06:25:52 მსოფლიო

ირანმა იემენელ ჰუსიტებს წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტები სახელად Ghadr მიაწოდა,- იტყობინება ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim News, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან არის აფილირებული.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ირანი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაჯგუფებების აქტიური სპონსორია, თუმცა აქამდე მას არასდროს დაუდასტურებია ინფორმაცია ჰუსიტების იარაღით მომარაგების ან დაფინანსების შესახებ.

"ჰამას"-ისრაელის ომის დაწყების შემდგომ ჰუსიტები წითელ ზღვაში და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში თავს ესხმიან კომერციულ ხომალდებს, რომელიც ისრაელთან ან დასავლეთთანაა დაკავშირებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S