
აშშ–მა უკრაინას შესაძლოა, რუსეთში ობიექტებზე ამერიკული იარაღით დარტყმების უფლება მისცეს
30/05/2024 08:32:26 მსოფლიო
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიანიშნა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შესაძლოა, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცეს.
ბლინკენმა გაიმეორა ვაშინგტონის პოზიცია, რომ არ ახალისებენ და ქმნიან შესაძლებლობას ასეთი დარტყმებისთვის, მაგრამ კიევმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაიცვას თავი და რომ აშშ-ის მთავრობა ომის განვითარებასთან ერთად, "საჭიროებისამებრ მოახდენს თავისი პოზიციის ადაპტირებას და კორექტირებას“.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა სიტყვები „ადაპტირება და კორექტირება“ იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მხარი დაუჭიროს უკრაინის რუსეთზე თავდასხმებს ამერიკული იარაღით, ბლინკენმა უპასუხა, „ადაპტირება და კორექტირება ნიშნავს ზუსტად ამას“.