![მექსიკაში მერობის კანდიდატი მოკლეს [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/mm_bMH5ZET.jpg)
მექსიკაში მერობის კანდიდატი მოკლეს [ვიდეო]
30/05/2024 09:06:48 მსოფლიო
მექსიკაში, ქალაქ კოიუკა დე ბენიტესის მერობის კანდიდატი ხოსე ალფრედო კაბრერა ბარიენტოსი მოკლეს.
ბარიენტოსი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებს ხვდებოდა, როდესაც მას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
ბარიენტოსი რიგით მეექვსე პოლიტიკოსია, რომელსაც გერეროს რეგიონში, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მოკლეს.