Accentnews.ge
უკრაინის დაზვერვა ყირიმში ორი რუსული სადესანტო კატერის განადგურების შესახებ იუწყება

უკრაინის დაზვერვა ყირიმში ორი რუსული სადესანტო კატერის განადგურების შესახებ იუწყება

30/05/2024 09:45:55 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, მათ Magura V5 საზღვაო დრონებით ანექსირებულ ყირიმში, უბე ვუზკასთან შეუტიეს რუსეთის სამხედრო კატერებს.

ამავე შეტყობინების მიხედვით, უკრაინული საზღვაო დრონების განადგურების მიზნით 32-ჯერ აფრინდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები, გამოიყენეს არტილერიაც, თუმცა უკრაინელმა სპეცრაზმელებმა საბრძოლო ამოცანა შეასრულეს და გაანადგურეს წინასწარი მონაცემებით, რუსეთის ორი სატრანსპორტო-სადესანტო კატერი „ტუნეცი“.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ყირიმში გაანადგურეს ორი საზღვაო დრონი.

ასევე ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ცნობით, რაკეტის ნამსხვრევებმა დააზიანა ორი სატრანსპორტო ბორანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S