Accentnews.ge
არასამთავრობოები საკონსტიტუციო სასამართლოში იწყებენ დავას "აგენტების კანონის" ირგვლივ

არასამთავრობოები საკონსტიტუციო სასამართლოში იწყებენ დავას "აგენტების კანონის" ირგვლივ

30/05/2024 10:09:50 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება

არასამთავრობო ორანიზაციები "აგენტების კანონთან" დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში იწყებენ დავას.

როგორც ბრიფინგზე განიმარტა, სასამართლოს წარუდგენენ დასაბუთებას პრობლემურ მუხლებთან დაკავშირებით და მოითხოვენ შეჩერებას.

"ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლადკანონის უპირობო გაუქმებამდე.

ამისათვის, ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება".

ამასთან, არასამთავრობოები ბრძოლის ალტერნატიულ გზად განიხილავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. მზადდება სარჩელი და წარდგენილ იქნება "შესაბამის დროს".

ისინი ორგანიზაციებს და მედიებს მოუწოდებენ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკითხი, მათთან ერთად გააგრძელონ დავა.

"საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ერთადერთ გზად ჩვენი სამართლებრივი ბრძოლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიულსამართლებრივ მექანიზმს.

პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულსასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას შეუძლია ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S