
ვიცე–პრემიერი: რობერტ ფიცოს გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს
30/05/2024 11:01:03 მსოფლიო
რობერტ ფიცოს გამოჯანმრთელება თავდასხმის შემდეგ სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, მაგრამ "უკიდურესად ხანგრძლივი" იქნება. ამის შესახებ სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა.
"პრემიერ-მინისტრის გამოჯანმრთელება საბოლოოდ სწორ გზაზეა. ეს გამოჯანმრთელება ძალიან ხანგრძლივი იქნება, რადგან მისი დაზიანებები ძალიან სერიოზულია," - განუცხადა რობერტ კალინიაკმა ჟურნალისტებს.
სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველმა ერიკ კალინიაკმა თქვა, რომ "მას ხუთჯერ მოხვდა ტყვია, მაგრამ ექიმებმა სასწაული მოახდინეს".
ფიცო კლინიკაში რჩება.
ფიცოზე თავდამსხმელი – 71 წლის იურაი ცინტულა დაკითხვისას ამტკიცებდა, რომ არ სურდა მისი მოკვლა და მხოლოდ "ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება" უნდოდა ისე, რომ პრემიერს ვერ გააგრძელებდა პოლიტიკური საქმიანობა.