Accentnews.ge
პარლამენტმა ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი გააუქმა

პარლამენტმა ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი გააუქმა

30/05/2024 11:20:25 პოლიტიკა

პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მე-3 მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პერიოდში იქმნება.

ცვლილებას 80–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება.

მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, ამ ჯგუფის გაუქმების მიზეზი ის გახლავთ, რომ ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობითაა გამოწვეული.

როგორც დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, ამ საკონსულტაციო ჯგუფს, სხვა ფუნქციებთან ერთად, საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ცესკოსთვის რეკომენდაციები უნდა წარედგინა და ასევე, კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესს დაკვირვებოდა.

უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად სრული შემადგენლობის მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერის აუცილებლობა. ცვლილების მიხედვით, თუ გადაწყვეტილებას მხარი არანაკლებ ორმა მესამედმა არ დაუჭირა, მაშინ საკითხი კენჭისყრაზე ხელახლა გავა და მის მისაღებად მხოლოდ ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S