Accentnews.ge
ევროკავშირის საბჭო რუსული და ბელარუსული მარცვლეულის იმპორტზე დამატებით გადასახადებს აწესებს

ევროკავშირის საბჭო რუსული და ბელარუსული მარცვლეულის იმპორტზე დამატებით გადასახადებს აწესებს

30/05/2024 11:54:51 ევროპა

ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა ევროკავშირში რუსული და ბელარუსული სოფლის მეურნეობის გარკვეული სახის პროდუქტების იმპორტზე დამატებითი გადასახადების შემოღება.

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საუბარია მარცვლეულზე, ზეთოვან კულტურებზე და მათი გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტებზე, ასევე ჭარხლის რბილობის გრანულებსა და ხმელ ბარდაზე.

აღნიშნული ზომები გავლენას არ მოახდენს ამ პროდუქტების ევროკავშირის გავლით მესამე ქვეყნებში ტრანზიტზე.

რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და ზომები 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S