Accentnews.ge
31 მაისს პარლამენტთან აქცია გაიმართება

31 მაისს პარლამენტთან აქცია გაიმართება

30/05/2024 12:10:24 საზოგადოება

ხვალ, 31 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონი" იტყობინება.

"არ გავჩერდებით, არ შევჩერდებით. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!" - ნათქვამია შეტობინებაში.

28 მაისს "ქართულმა ოცნებამ" "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. ხელმოსაწერად სალომე ზურაბიშვილს 5–დღიანი ვადა აქვს. მოსალოდნელია, რომ ის დოკუმენტს ხელმოუწერლად გადაუგზავნის პარლამენტს და მას უკვე პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს. ამის შემდეგ კანონპროექტი კანონად იქცევა.

30 მაისს სამოქალაქო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყებენ დავას და კონკრეტული ნორმების შეჩერებას მოითხოვენ. ამასთან, მზადდება სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S